ორშაბათი, ივნისი 02, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018 ჩემპიონებს გამოავლენს

25-06-2018

26  - 30 ივნისს თბილისში, სპორტკომპლექსში "ახალი თბილისი", გაიმართება ოლიმპიადა 2018-ის ფინალური ეტაპი, რომელიც გამოავლენს სპორტის სხვადასხვა სახეობაში ოლიმპიადის გამარჯვებულებს.

ოლიმპიადა 2018-ის ფინალურ თამაშებში მონაწილეობას იღებს 2002-2003-2004 წლებში დაბადებული 156 მოსწავლე (გოგონები, ვაჟები) მთელი საქართველოდან.

ოლიმპიადის გამარჯვებული სკოლები ავტომატურად ხდებიან 2020 წლის მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატების მონაწილეობის კანდიდატები.

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.