გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პარკების მწარმოებელი კომპანიების ინსპექტირება განახორციელა

11-10-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოს ინტეგრირებული სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისსა და რეგიონებში, 28 ობიექტი შეამოწმეს.


9 საწარმოში პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. ჯამში, 1 მილიონ 300 ათასზე მეტი ერთეული პოლიეთილენის პარკი დალუქეს.  მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.


4 საწარმოში დანადგარები განთავსებული აღარ არის და, შესაბამისად, არ ფუნქციონირებს. ინსპექტირების შედეგად,15 საწარმოში დარღვევაარ დაფიქსირდა.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ პარკების მწარმოებელი კომპანიების შემოწმებამ მასშტაბური და სისტემატური სახე მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოში აიკრძალა პლასტიკის პარკების წარმოება,იმპორტი და რეალიზაცია. ინსპექტირების მიზანია, საცალო ქსელში არ მოხვდეს პლასტიკის პარკები და შესაბამისად, შემცირდეს გარემოს დაბინძურება.