გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ალუდა ღუდუშაური: ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლამდეც გვერდით ედგა ქვეყანას და ინსტიტუციებს აძლიერებდა, მათთვის მიუღებელი მას შემდეგ გახდა, რაც წინა ხაზზე გამოვიდა

11-10-2022

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც მათ აწუხებთ არის ის, რომ იერიში მიიტანონ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილზე, ადამიანზე, რომელმაც რეჟიმი დაამარცხა ქვეყანაში მანამდე, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

 

როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლამდეც სახელმწიფოს გვერდით იდგა და მიუღებელი მხოლოდ მაშინ გახდა, როდესაც წინა ხაზზე გამოვიდა.

 

„კანონი, რომელიც უკრაინას აქვს და რომელზეც ვენეციის კომისიას დადებითი დასკვნა აქვს გაცემული და ტაშს უკრავდა მთელი ცივილიზებული სამყარო, საქართველოსთან მიმართებაში თურმე არ უნდა იქნეს მიღებული, ეს არის ორმაგი სტანდარტის კლასიკური ნიმუში. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც მათ აწუხებთ არის ის, რომ იერიში მიიტანონ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილზე.

 

ადამიანზე, რომელმაც რეჟიმი დაამარცხა ქვეყანაში მანამდე, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა. ბატონი ივანიშვილი მანამდეც ამ ქვეყანას გვერდით ედგა და ინსტიტუციებს აძლიერებდა, უბრალოდ მათთვის მიუღებელი გახდა მას შემდეგ, რაც წინა ხაზზე გამოვიდა და თქვა, რომ ამ ქვეყანას ექნება დემოკრატიული მომავალი“- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.