გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზაალ ანჯაფარიძე გიგა ბოკერიაზე: თუ რამე ეწინააღმდეგება დასავლური დემოკრატიის პრინციპებს და არის ანტიქართული, სწორედ ბოკერიაა

11-10-2022

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გიგა ბოკერიას მიერ ხელისუფლებაზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ თუ რამე ეწინააღმდეგება დასავლური დემოკრატიის პრინციპებს და არის ანტიქართული, სწორედ ბოკერია, სამნიძე & Co მიერ დაწყებული რწყევის კამპანია.

 

მისი თქმით როდესაც ეს შემადგენლობა ცდილობს აკრძალოს მათთვის მწარედ მოსასმენი კითხვები, მეორე მხრივ კი აღარ იცის როგორ უქიცინოს კუდი მათ დასავლელ კურატორებს, ასე მსუყედ და თბილად რომ ინახავდნენ ხელისუფლებაში მთელი 9 წელი, აქ უკვე კითხვებიც აღარაა საჭირო.

 

„თუ რამე ეწინააღმდეგება დასავლური დემოკრატიის პრინციპებს, და არის ანტიქართული, სწორედ ბოკერია, სამნიძე & Co მიერ დაწყებული რწყევის კამპანია. როდესაც ეს შემადგენლობა ავლენს ერთი მხრივ რეპრესიულ და ანტიდემოკრატიულ ბუნებას, რომ ცდილობს აკრძალოს მათთვის მწარედ მოსასმენი კითხვები, მეორე მხრივ კი აღარ იცის როგორ უქიცინოს კუდი მათ დასავლელ კურატორებს, ასე მსუყედ და თბილად რომ ინახავდნენ ხელისუფლებაში მთელი 9 წელი ,აქ უკვე კითხვებიც აღარაა საჭირო. კომუნისტური სისტემაც იმავეს შვებოდა, ტაბუ ჰქონდა დადებული მთელ რიგ საკითხებზე დროა ყველამ გაიაროს დემოკრატიის ლიკბეზი!“- წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.