25-06-2018
აქცია ხელვაჩაურში - სოფელ მარადიდის მცხოვრებლებმა ჰიდროელექტრო სადგურში დასაქმებულებს ობიექტზე შესვლის საშუალება არ მისცეს.
მათი თქმით, წყლის დონის აწევის გამო საკარმიდამო ნაკვეთები იტბორება და მათ საცხოვრებლებსაც საფრთხე ემუქრება.
ადგილობრივები კომპენსაციას ითხოვენ, რათა განსახლება დროულად მოახერხონ.
მდინარე აჭარისწყალზე ჰესს კომპანია „აჭარ-ენერჯი 2007“ 4 წელია აშენებს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ კომპენსაციებზე მოსახლეობასთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებას აწარმოებენ.