გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გია ცაგარეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი მას შემდეგ გახდა, რაც ამ ავაზაკებს ხელისუფლებიდან კუდით ქვა ასროლინა?

11-10-2022

2012 წლის 1-ელ ოქტომბერს 2007-2008 წლამდე ბიძინა ივანიშვილი ქართულ სახელმწიფოს გვერდზე ედგა - აიარაღებდა ქართულ ჯარს, ეხმარებოდა ქართულ პოლიციას, პროკურატურას, სასამართლოს და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იმ პერიოდში ჩვენი სახელმწიფო სახელმწიფოდ შემდგარიყო და არ ჩამოშლილიყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, მაშინ რატომღაც ივანიშვილი ოლიგარქად არ წარმოედგინათ.

 

„მაშინ არავის რატომღაც ივანიშვილი ოლიგარქად არ წარმოედგინათ. ივანიშვილი ოლიგარქი გახდა მას შემდეგ, რაც კუდით ქვა ასროლინა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ხელისუფლებიდან ამ ავაზაკებს. ამის შემდეგ გახდა ივანიშვილი მათთვის ოლიგარქი“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.