გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერ-მინისტრი იუსტიციის სისტემის თანამშრომლებს იუსტიციის დღეს ულოცავს

11-10-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის სისტემის თანამშრომლებს იუსტიციის დღეს ულოცავს.


როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, იუსტიციის სისტემის თანამშრომლებს საქმისა და ქვეყნისადმი ერთგულებით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ კანონის უზენაესობის, სამართლიანობისა და სამოქალაქო ერთობის განმტკიცებაში.


„იუსტიციის დღეს გილოცავთ იუსტიციის სისტემის ყველა თანამშრომელს.

თქვენი პროფესიონალიზმით, საქმისა და ქვეყნისადმი ერთგულებით განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ კანონის უზენაესობის, სამართლიანობისა და სამოქალაქო ერთობის განმტკიცებაში.


მადლობას გიხდით თქვენი ძალზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი შრომისათვის და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.