გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი ხანიშვილი მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

12-10-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის (GILMDP) მიმდინარეობის შედეგები შეაჯამეს და  საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის ირიგაციის და მიწის პროექტის (GRAIL) განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

 

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალ პროექტზე (GRAIL) მუშაობს, რომელიც ირიგაციის სექტორში, მიწისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებში ინვესტიციებს ითვალისწინებს.

 

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის ირიგაციის და მიწის პროექტი” (GRAIL), რომლის განხორციელებაც უახლოეს მომავალში დაიწყება, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

 

მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებმა, შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით ქვეყანაში მიღწეული პროგრესის შესახებ, მათ შორის, საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების (GILMDP) პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შედეგების გათვალისწინებით.