გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კასპის სოფელ რენეში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

12-10-2022

კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის შენობა შეემატა.


მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა და  საკრებულოს დეპუტატებმა  სოფელ ზემო რენესახლ  საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესის მიმდინარეობა დაათვალიერეს.


ორ სააღმზრდელო ჯგუფზე გახსნილი საბავშვო ბაღი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, რომელიც კოდისწყაროს ადმინისტრაციული ერთეულის რვა სოფლის აღსაზრდელებს მოემსახურება,  მათ შორის 4 გამყოფი ხაზისპირაა, ხოლო 3 მაღალმთიანი.


როგორც ვახტანგ მაისურძემ აღნიშნა „ადმინისტრაციულ ერთეულში 30 წელი საბავშო ბაღი არ ფუნქციონირებდა და ბავშვები მეზობელ სოფლებში დაყავდათ. დღეს  პატარებს კომფორტული სააღმზრდელო გარემო აქვთ და ეს ჩვენთვის  მნიშვნელოვანია, ვინაიდან მუნიციპალიტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს ბავშვზე ზრუნვა და მის განათლებაზე ორიენტირებული მომსახურების გაწევა“.