გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის აგროსკოლაში სწავლა დაიწყო

12-10-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის აგროსკოლაში სწავლა დაიწყო.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ცნობით, სასწავლო კურსი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ეკატერინე ბენდელიანმა და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა გახსნეს.


მათივე ცნობით, სასწავლო კურსის მიზანია, აგრარული საკითხებით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა სოფლის მეურნეობის დარგების შესახებ მიიღონ ინფორმაცია და აგრარული მიმართულებით არსებულ აქტივობებში ჩაერთონ.


„IX-XII კლასის მოსწავლეები გაეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა სოფლის მეურნების განვითარება, ფერმერთა შესაძლებლობები, სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პროგრამები, ფერმერული მეურნეობის მართვა და მენეჯმენტი, ღვინის ისტორია და ღვინის დეგუსტაცია, ქართული ვაზის ჯიშები და ველური ვაზის მოძიებისა და დაცვის ისტორია საქართველოში, მეხილეობა, მებოსტნეობა, მებაღეობა, ქართული ტრადიციული მეფუტკრეობა, აკვაკულტურა და მეთევზეობა, ვეტერინარია და ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებები, მეცხოველეობა და მეფრინველეობა, ნიადაგმცოდნეობა, გაუდაბნოება და გადაძოვება, სურსათის უვნებლობა, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, განათლების როლი აგრარულ სექტორში და აგროტურიზმი.


სასწავლო კურსი ორი თვე გაგრძელდება. თეორიულ სწავლებასთან ერთად, დაგეგმილია საველე გასვლები. ლექციებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები დისტანციურად, ZOOM-ის პლატფორმით ჩაატარებენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.