გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

12-10-2022

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც მონაწილეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრებში.


ვიზიტის ფარგლებში, ლაშა ხუციშვილი შეხვდა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანა ბიერდეს და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, კოენ დევიდსეს.


შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი.


მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის არსებული პროდუქტიული და ეფექტიანი თანამშრომლობა.


როგორც ცნობილია, ახლახან აღინიშნა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობის 30 წელი, ასევე, საქართველო ოფიციალურად შეუერთდა მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA), როგორც დონორი სახელმწიფო.


ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა ქვეყნისთვის გაწეული ამ მხარდაჭერისა და ნდობისთვის.


შეხვედრაზე ისაუბრეს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებზე სხვადასხვა სექტორში. განსაკუთრებით, აღინიშნა მსოფლიო ბანკის დახმარების მნიშვნელობა ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.


საუბარი შეეხო პანდემიისა და პოსტპანდემიურ პერიოდში ქვეყნის მაკროეკონომიკურ ვითარებას, რეგიონში არსებული გამოწვევების პირობებში ეკონომიკის აღდგენის დინამიკას, 2022-2023 წლების ფისკალური პოლიტიკის საკითხებს.


როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანა გამოწვევების მიუხედავად, გააგრძელებს სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას, რომელთა შორისაა: სახელმწიფო ფინანსების მართვის, სახელმწიფო ინვესტიციების მართვის, სახელმწიფო საწარმოების რეფორმები, კაპიტალის ბაზრის განვითარება და სხვა.

თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ისევე, როგორც ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, აღნიშნეს, რომ მსოფლიო ბანკი მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების მხარდაჭერას.