გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ბექა დავითულიანი: ვაკის პარკი იბრუნებს იმ ფუნქციას, რომელიც ათწლეულების მანძილზე გააჩნდა და გახდება ერთ-ერთი მთავარი საქალაქო პარკი თბილისში

12-10-2022

ვაკის პარკი იბრუნებს იმ ფუნქციას, რომელიც გააჩნდა ათწლეულების მანძილზე და ის გახდება ერთ-ერთი მთავარი საქალაქო პარკი თბილისში - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა. დეპუტატი გამოეხმაურა დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებას, რომლის თანახმად, ვაკის პარკის აღდგენის მეორე ეტაპი უკვე დასრულებულია, რაც მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაციას გულისხმობდა.

 

„ვაკის პარკის და კასკადის აღდგენა, რომელიც უკვე წლებია ამორტიზებულია, ძალიან მნიშვნელოვანია ვაკისთვის და მთლიანად თბილისისთვის. ვაკის პარკი იბრუნებს იმ ფუნქციას, რომელიც გააჩნდა ათწლეულების მანძილზე და ის გახდება ერთერთი მთავარი საქალაქო პარკი თბილისში“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.