გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საფეხბურთო ჩემპიონატის დროს სოჭიდან ტურისტების მოზიდვის მიზნით, აფხაზეთმა ვიზები გააუქმა

26-06-2018

რუსეთში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის რამდენიმე მატჩი სოჭში გაიმართება. აფხაზეთში, რომელიც მის მეზობლად მდებარეობს, იმედოვნებენ, რომ იქ ექსკურსიაზე ჩასვლის სურვილი არამხოლოდ რუს გულშემატკივრებს, არამედ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ გულშემატკივრებსაც გაუჩნდებათ. ამ პროცესის სტიმულირებისთვის აფხაზეთმა, საქართველოს გარდა, მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის დროებით უვიზო რეჟიმი შემოიღო.

უვიზო რეჟიმი მხოლოდ 2018 წლის 15 ივნისიდან 1 აგვისტომდე მოქმედებს, და მხოლოდ – რუსეთის საზღვარზე. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ტურნირის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მოაწერა ხელი.

ამ მომენტისთვის აფხაზეთში, რუსების გარდა, უკვე იმყოფებოდა დაახლოებით ათასამდე სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტი. ტუროპერატორების თქმით, ადამიანები, ძირითადად, ერთი დღით ჩამოდიან. ყველაზე პოპულარული მარშრუტებია – მაღალი მთის ტბა რიწა, და ცნობილი სტალაქტიტების მღვიმე ახალ ათონში.

jam-news.net