გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონის მერმა USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის წარმომადგენლებს უმასპინძლა

14-10-2022

ონის მუნიციპალიტეტის მერმა - სერგი ხიდეშელმა, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, მხარეებმა ონის მუნიციპალიტეტის სპეციფიკაზე, ტურისტულ პოტენციალზე, სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს არსებული საჭიროებები და გამოწვევები.
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს თემების უნარის გაძლიერებას, სოციალურ-ეკონომიკურ პროცესების მართვის, რისკების შემცირების და კრიზისული სიტუაციების და ადაპტაციის აღდგენის უნარის განვითარებას. ასევე, მიკრო და მცირე საწარმოების გაძლიერებას. სამიზნე თემებში მოქმედი საწარმოების მიერ საქართველოს და საერთაშორისო ბაზრების ათვისებას. ინვესტიციების მოზიდვას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ზრდისა და ეკონომიკის დივერსიფიცირების მიზნით.
პროექტი ითვალისწინებს გრანტების საშუალებით ინვესტიციების სტიმულირებას, პროგრამა გასცემს თანადაფინანსებაზე დაფუძნებულ გრანტებს, რომელთა მიზანია სისტემური გაუმჯობესების ხელშეწყობა კერძო და საჯარო სექტორების და დონორების მოზიდვით.
ბიზნესებისა და სათემო მომსახურების მიმწოდებლების უნარების გაუმჯობესებით, განახორციელონ საბაზრო სერვისები და შეინარჩუნონ საკუთარი პოზიციები ბაზარზე.
შეხვედრის დასასრულს მუნიციპალიტეტის მერმა პროექტის ინიციატორებს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და წარმატება უსურვა საქმიანობაში. ასევე, მზაობა გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობაზე.