გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ედიშერ გვენეტაძე: დასასჯელი უმკაცრესად დაისჯება, რათა მომავალში არასოდეს განმეორდეს ასეთი თავზარდამცემი რამ, მაგრამ ამათ რა ვუყოთ, ამათ სურთ დაბრუნება

15-10-2022

,,კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს! იმ პატარა ანგელოზებთან გაფრენილი ოჯახის წევრებს! ქალაქის უზომოდ დამწუხრებული მერს!” - ასე ეხმაურება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევას.

 

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, დასასჯელი უმკაცრესად დაისჯება, რათა მომავალში არასოდეს განმეორდეს არსად ჩვენს ქვეყანაში ასეთი თავზარდამცემი რამ.

 

,,კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს! იმ პატარა ანგელოზებთან გაფრენილი ოჯახის წევრებს! ქალაქის უზომოდ დამწუხრებული მერს! მოხდა საშინელება, უბედურება! გაირკვევა და დადგინდება გულგრილობა იყო, უპასუხისმგებლობა, არაპროფესიონალიზმი, დივერსია თუ სხვა რამ! დასასჯელი უმკაცრესად დაისჯება, რათა მომავალში არასოდეს განმეორდეს არსად ჩვენს ქვეყანაში ასეთი თავზარდამცემი რამ!

 

 მაგრამ აი ამათ რა ვუყოთ, აი ამათ!, რომელნიც აი ეს კოლექტიური სახეები არიან, ესენი! აი ამათ სურთ დაბრუნება! აი ეს არის ამათი რეალური სახე! აი ამათ სურთ ქვეყნის ამობუგვა და ნანგრევებიდან ქცევა! აი ესენი არიან კოლექტიური: სააკაშვილები, ბოკერიები, სანიკიძეები, ხაბეიშვილები.... ფრთხილად ქართველებო! გვერდით სისხლისმსმელი გიენები დაძრწიან!” - წერს გვენეტაძე.