გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: ვესწრებით ევროპის სოციალისტური პარტიის ყრილობას, სადაც აირჩევა ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტი და გაიმართება დისკუსიები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით

15-10-2022

,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დელეგაციის წევრებთან ერთად გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობს.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ყრილობაზე აირჩევენ ევროპის სოციალისტური პარტიის თავმჯდომარეს, ასევე გაიმართება დისკუსიები სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით.

 

,,ვესწრებით ევროპის სოციალისტური პარტიის ყრილობას, სადაც აირჩევა ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტი და ასევე, გაიმართება დისკუსიების სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც ბუნებრივია, მომავალი წლების განმავლობაში, განსაზღვრავს ევროპის მასშტაბით ამ ორგანიზაციის განვითარებას,’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.