გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპში დევნილთა უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

17-10-2022

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში ერედვის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და შპს ,,მედალფას“ კასპის სამედიცინო ცენტრის მხარდაჭერით უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. აქციას კლინიკური მენეჯერი მამუკა კორინთელი ხელმძღვანელობდა.
პაციენტებს გამოკვლევა სამედიცინო ცენტრის 7 სხვადასხვა დარგის ექიმმა ჩაუტარა.
აქციის მიმდინარეობას ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოთარ ცოტნიაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ტატანაშვილი ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები დევნილი მოსახლეობის საჭიროებებთან დაკავშირებით სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.