გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სოლომონ პავლიაშვილმა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

17-10-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ესტონეთის რესპუბლიკის ქალაქ ტარტუში გამართულ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

შეხვედრა სოფლის მეურნეობის ყოველწლიური გამოფენის (Annual Agricultural EXPO 2022) ფარგლებში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის „ცირკულარული ბიოეკონომიკა - სურსათის მდგრად წარმოებაზე გადასვლის მექანიზმი“ პარალელურად გაიმართა.

 

სოლომონ პავლიაშვილმა, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების კუთხით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა და ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ცირკულარული ბიოეკონომიკის განვითარების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

 

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, ბიოეკონომიკის განვითარებისა და სათბური აირების ემისიების შემცირების გზით, ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობის მნიშვნელობის საკითხს.

 

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა მწვანე ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული ხე-ტყის ნარჩენების სადემონსტრაციო ბიოგადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერეს.