გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლევან ქარუმიძე ადეიშვილზე: მსჯავრდებულისა და ცნობილი სადისტის მასპინძლობა იმ დაწესებულებაში, რომელიც ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გარანტია, რბილად რომ ვთქვათ შეუფერებელია

18-10-2022

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე ევროპის საბჭოს მიერ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება.


„მსჯავრდებულის და ცნობილი სადისტის მასპინძლობა იმ დაწესებულებაში, რომელიც ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გარანტია, რბილად რომ ვთქვათ შეუფერებელია. ადეიშვილმა ჯერ პასუხი უნდა აგოს საკუთარ დანაშაულებზე, სანამ სხვის დანაშაულებს გამოიძიებს“, - წერს ქარუმიძე.


ევროპული საბჭოს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა.