გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მიხეილ ჩხენკელმა სომხეთის ახლად დანიშნულ ელჩთან შეხვედრა გამართა

19-10-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სომხეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, აშოტ სმბატიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

 

მიხეილ ჩხენკელმა სომხეთის რესპუბლიკის ელჩს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და თავის საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 

შეხვედრისას მინისტრმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ვაჰრამდუმანიანის ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის დროს ხელი მოეწერება თანამშრომლობის ახალ მემორანდუმს, რომლის ფარგლებში ზოგადი და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ერთობლივი პროექტები განხორციელდება.

 

მიხეილ ჩხენკელის თქმით, კვიპროსში გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) მხარდაჭერით ორგანიზებული მინისტერიალის ფარგლებში, მას შესაძლებლობა ჰქონდა, პირადად შეხვედროდა სომეხ კოლეგას და განეხილა საქართველოში ვიზიტის დეტალები და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის საკითხები.

 

თავის მხრივ, სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა აშოტ სმბატიანმა მიხეილ ჩხენკელს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სომხეთის რესპუბლიკის ელჩის პირველი მდივანი დავიდ ჯანაზიანი.