გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი ამილახვარი: სამწუხაროდ არასწორი აღქმა გაჩნდა ჩემს კომენტარზე, რომელიც გავრცელდა; ჩემი შეცდომა იყო, რომ მე არ მქონდა ინფორმაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით

19-10-2022

სამწუხაროდ არასწორი აღქმა გაჩნდა ჩემს კომენტარზე, რომელიც ამ დღეს გავრცელდა. ჩემი შეცდომა იყო, რომ მე არ მქონდა ინფორმაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ინფორმაციაც იმ წუთში, იმ დროს ვრცელდებოდა, როდესაც მე კომენტარზე ვიდექი და დავეყრდენი ჟურნალისტის კითხვას, საიდანაც შემექმნა შთაბეჭდილება რომ ეს ყველაფერი ხდებოდა სამშენებლო მოედანზე- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

 

დეპუტატმა ასევე მადლობა გადაუხადა ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებმაც მისივე თქმით როგორც პირად საუბრებში, ასევე საჯარო კომენტარებშიც სწორად შეაფასეს მისი კომენტარი.

 

“მადლობა მინდა ვუთხრა პრაქტიკულად მთლიანად საპარლამენტო ოპოზიციას, რომლებმაც როგორც პირად საუბრებში, ასევე საჯარო კომენტარებშიც სწორად შეაფასეს ჩემი კომენტარი და ყველა ადამიანი, რომელსაც არ აქვს ვთქვათ დაინტერესება, რომ პოლიტიკური ჩირქი მოგცხოს მიხვდებოდა, რომ მე მსგავსი არაფერი მიგულისხმია. ეს იყო სხვა დროს და სხვა კონტექსტში გაკეთებული კომენტარი”- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.