გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თიბისი AWS კომუნის შეკრების მასპინძელია

19-10-2022

თიბისი, ტექ-სესიების ფარგლებში, AWS კომუნის შეკრებას მასპინძლობს. ღონისძიება, 27 ოქტობერს, 18:00 საათზე, თიბისი კონცეპტის სივრცეში, კ. მარჯანიშვილის 7-ში გაიმართება. “ამაზონ ვებსერვისები” ამაზონის შვილობილი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლგიური კოპანიაა.

 

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია ყველა იმ მსურველისთვის, ვისაც ყველაზე ცხელი ტექთემების განხილვა აინტერესებს თიბისის, AWS-ის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპიკერებთან ერთად.

 

AWS მომხმარებელთა ჯგუფი ქართველი და უცხოელი ინჟინრებისგან, დეველოპერებისგან და ბიზნესპროფესიონალებისგან შემდგარი კომუნაა, რომლებიც მუდმივად უზიარებენ ერთმანეთს იდეებს და სწავლობენ ერთმანეთისგან და AWS-ის წამყვანი პროფესიონალებისგან. კომუნა მნიშვნელოვანი პლატფორმაა მათთვის, ვისაც უნდა თვალი ადევნონ და გაიგონ უახლესი ღრუბლოვანი ტექნოლოგიების შესახებ.

 

შეხვედრაზე შესაძლებლობა გექნებათ მოუსმინოთ ამაზონვებ-სერვისების სენიორ დეველოპერების წარმომადგენელს, ვიქტორ ვედმიჩს, გაიცნოთ AWS კომუნის წარმომადგენლები და გაიზიაროთ გამოცდილება ამაზონვებ-სერვისებით შექმნილ ტექნოლოგიებზე, რომლებიც ქართულ ფინ-ტექ და სადაზღვეო აპლიკაციების გადაწყვეტებში გამოიყენება.

 

ღონისძება, AWS მომხმრებლების კომუნის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით ტარდება. თიბისისთვის როგორც ტექნოლგიური და ფინანსური სერვისების მიმწოდებლისთვის, მნიშვნელოვანია ადგილობრივი პროფესიული ტექ-კომუნების გაძლიერება და ამ მიმართულებით საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

 

AWS - ამაზონ ვებ სერვისები - ამაზონის შვილობილი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლგიური კოპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ღრუბლოვანიდა API ტექნოლოგიების მიწოდებას კომპანიებისთვის თუ სახელმწიფო დაწესებულებებისთვის.

 

ღონისძიება გაიმართება ინგლისურ ენაზე. ღონისძიებაზე დასასწრებად, შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://link.tbc.ge/AWS_Meetup