გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ComCom-მა კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!" ფარგლებში თსუ-ს 135 სტუდენტი გადაამზადა

19-10-2022

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!" ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სემინარი ჩაატარა, რომელსაც 135 სტუდენტი დაესწრო. მედიაწიგნიერების ტრენერმა ანნა გვეტაძემ ბაკალავრიატის სტუდენტებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მექანიზმების შესახებ. სტუდენტები ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შესახებ, BBC Academy-ის მასალებით გადამზადდნენ. სემინარზე მიღებული ცოდნა სტუდენტებს საკონკურსო ნამუშევრების მომზადებაში დაეხმარება.კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!" ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სემინარი ჩაატარა, რომელსაც 135 სტუდენტი დაესწრო. მედიაწიგნიერების ტრენერმა ანნა გვეტაძემ ბაკალავრიატის სტუდენტებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მექანიზმების შესახებ. სტუდენტები ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შესახებ, BBC Academy-ის მასალებით გადამზადდნენ. სემინარზე მიღებული ცოდნა სტუდენტებს საკონკურსო ნამუშევრების მომზადებაში დაეხმარება.
 
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!", რომლის მიზანი ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების, მედიაწიგნიერებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა, უკვე მერვედ გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება ბაკალავრიატის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია. კონკურსანტებმა უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში, მათ შორის ინტერნეტში, ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში  გავრცელებული ყალბი ინფორმაცია (Fake News), რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. უნდა წარმოადგინონ ამბის აღმოჩენის გზა, მისი გადამოწმების წყარო და დაადგინონ რეალური ფაქტები.
 
ნამუშევრების წარდგენა სტუდენტებს 31 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ. კონკურსის გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, რომლებსაც კომუნიკაციების კომისიისგან პრიზები გადაეცემათ. პირველი ადგილის მფლობელი საჩუქრად iPhone 14 Pro-ს, მეორე ადგილის მფლობელი - HP-ს ლეპტოპს, ხოლო მესამე ადგილზე გასული მოსწავლე  iPad 10.2-ს მიიღებს. პრიზების გარდა, კონკურსის გამარჯვებულებსა და სხვა წარმატებულ მონაწილეებს კომუნიკაციების კომისია კარიერულ განვითარებაშიც დაეხმარება. კომუნიკაციების კომისია კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს სერტიფიკატებს გადასცემს და მათ ტრენერის სტატუსი მიენიჭებათ. სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ კომისიის მედიაწიგნიერების პროექტებში და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვა სტუდენტებსა და მოსწავლეებს როგორც სკოლებში, ისე უნივერსიტეტებში გაუზიარონ.