გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პაატა მანჯგალაძე: წარსულში ადეიშვილის კონკრეტული დანაშაულების შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის

19-10-2022

წარსულში ადეიშვილის კონკრეტული დანაშაულების შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის, - ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტების კითხვას იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის შესახებ.


როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ადეიშვილის დანაშაულების შესახებ იგი არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.


„უკრაინა არის ომის მდგომარეობაში და თვითონ გადაწყვეტს, ჩვენ გარეშე, ვინ სჭირდება ამ ფორუმზე იყოს მისი წარმომადგენელი. არავითარი წარმოდგენა ადეიშვილის არც ახლანდელ საქმიანობაზე და წარსულშიც, კონკრეტული დანაშაულების შესახებ, ჩემთვის ცნობილი არ არის“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.


ევროპული საბჭოს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა.