გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გორის 11 ქუჩა, სადაც მართვის მოწმობის აღების მსურველმა უშეცდომოდ უნდა გაიაროს

26-06-2018

შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინიციატივით, ქალაქ გორში, მართვის მოწმობის აღების მსურველები პრაქტიკულ გამოცდას ჩააბარებენ. ამის გამო ქალაქის 11 ქუჩაზე ახალი საგზაო ნიშნები დამონტაჟდება.

19 ივნისს საპროექტო ორგანიზაცია ,,მალხაზ პაიჭაძემ" ნახაზები მერიაში უკვე მიიტანა. 70-გვერდიანი დოკუმენტის რამდენიმე ფრაგმენტი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს უკვე გააცნეს.

,,ეს დოკუმენტი ჯერ დამტკიცებული არაა, რადგან საკუთარ შენიშვნებს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან ველოდებით," - აცხადებენ გორის მერიაში.

პროექტის მიხედვით, მართვის მოწმობის აღების მსურველი მოძრაობას დაიწყებს მომსახურების სააგენტოდან, გაივლის სუხიშვილის ქუჩას, შემდეგ კი, წესების დაცვით, მოივლის კიდევ 10 ქუჩას:

ესენია:

1. სტალინის გამზირი (თამარ მეფის ქუჩიდან კეცხოველის ქუჩამდე (მტკვრის და რკინიგზის ხიდების ჩათვლით);

2. ჭავჭავაძის გამზირი (სტალინის გამზირიდან რაზმაძის ქუჩამდე)

3. დავით აღმაშენებლის გამზირი;

4. მშვიდობის გამზირი;

5. დ. ამილახვარის ქუჩა;

6. თამარ მეფის ქუჩა (სტალინის გამზ.-დან აბრამიშვილის ქუჩამდე);

7. კეცხოველის ქუჩა;

8. გორიჯვრის ქუჩა (კეცხოველის ქუჩიდან გაბაშვილის ქუჩამდე);

9. ტყვიავის ქუჩა;

10. 26 მაისის სანაპირო (გურამიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირამდე);

11. ძმები რომელაშვილების ქუჩა.


პროექტი შეთანხმდება შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარ სამმართველოსთანაც, ხოლო პროექტის გარკვეული ნაწილი ასევე შეთანხმდება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან.

"შიდა ქართლი"