გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 375,615,194 აშშ. დოლარი შეადგინა

20-10-2022

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სექტემბრის თვის  შემოსავლების სტატისტიკურ მონაცემებს  აქვეყნებს.   2022 წლის სექტემბრის თვეში  საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა  უკვე მესამედ  პანდემიის შემდეგ გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს.  სექტემბრის თვეში შემოსავალმა   375,615,194    აშშ. დოლარი  შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს +17.9%-ით აჭარბებს (+56,982,269   აშშ დოლარი).


 2021 წლის სექტემბრის თვესთან  შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია  213,752,443 (+132.1%)  აშშ დოლარით.


 ტურისტული ნაკადების გაზრდის შედეგად, 2022 წლის იანვარი-სექტემბრის თვეში, საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) საქართველომ 2.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც   2019 წლის მაჩვენებლის 97.5%-ით  აღდგენაა.


 2021 წლის იანვარი-სექტემბრის თვესთან  შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +1,651,528,684 (+190.8%) აშშ დოლარით.