გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ევრორეკომენდაციების მე-11 პუნქტთან დაკავშირებულ ცვლილებებს მხარი იმის გამო ვერ დაუჭირა, რომ დარბაზის გარეთ ჟურნალისტები ელოდებოდნენ

20-10-2022

„რეფორმების ჯგუფში“ სხვადასხვა ახსნას უძებნიან იმას, თუ რის გამო არ დაუჭირეს მხარი ევრორეკომენდაციების მე-11 პუნქტთან დაკავშირებულ ცვლილებებს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, კენჭისყრის დროს, დარბაზის დატოვება კონკრეტული მიზეზით მოუხდა.


„პირველი და მეორე მოსმენისას, არა მხოლოდ სესიაზე, არამედ სხდომებზეც ვუჭერდი მხარს. [ახლა] იმიტომ ვერ დავუჭირე მხარი, რომ გარეთ ჟურნალისტები მელოდებოდნენ და მაგ დროს გავიდა ეგ საკითხი. როცა იყო საჭიროება და არსებობდა შესაძლებლობა, რომ საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდნილიყო, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ სრული მობილიზება გამოაცხადა“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.


„რეფორმების ჯგუფის“ უარი ევროპულ რეკომენდაციებს - პარლამენტმა, 101 ხმით, ევრორეკომენდაციების მე-11 პუნქტის შესრულებას მხარი დაუჭირა, თუმცა მხარდამჭერებს შორის, „რეფორმების ჯგუფის“ არცერთი წევრი არ აღმოჩნდა. ცვლილება, რომელიც საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონში შედის, უზენაეს და სააპელაციო სასამართლოებში სტრასბურგის გადაწყვეტილებების პროაქტიულ გამოყენებას ეხება.