გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ComCom-მა 150 მასწავლებელს მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევისა და შეფასების პირველადი შედეგები წარუდგინა

20-10-2022

კომუნიკაციების კომისიამ 150 მასწავლებელს სკოლებში მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევისა და შეფასების პირველადი შედეგები წარუდგინა. აღნიშნულ კვლევაზე მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანნა გვეტაძემ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე - „eTwinnig-ი გლობალური მოქალაქეობისთვის“ ისაუბრა.


კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით, ზოგადი განათლების საფეხურის მასწავლებლებისთვის მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი, სახელმძღვანელო და შესაბამისი ტრენინგ-მოდული შემუშავდება. პროექტის ფარგლებში, შექმნილი ახალი რესურსების მიხედვით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერები და პედაგოგები გადამზადდებიან.


შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით, ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების დანერგვის ხელშეწყობის პროცესი დაიწყო.პროექტის პირველ ეტაპზე მედიაწიგნიერების საჭიროების კვლევა 70 სკოლაში ჩატარდა, გამოკითხვაში მონაწილეობა 500-მა მასწავლებელმა და 1500-მა მოსწავლემ მიიღო. მიღებული შედეგების საფუძველზე კი საგანმანათლებლო სტანდარტი, სახელმძღვანელო და ტრენინგ-მოდული შემუშავდება. პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.