გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპის სოფელ ქვემო გომში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი ეწყობა

20-10-2022

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მიმდინარე სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა აჩიკო გიგოლაშვილმა დაათვალიერეს.


მშენებლობას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „დანი ქონსტრაქშენი“ ახორციელებს.


მოედანზე უკვე მოწყობილია  საძირკველი და ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს.


თანამედროვე სტანდარტების სპორტულ მოედანზე დაიგება ხელოვნური მწვანე ბალახის საფარი, აღიჭურვება საფეხბურთო კარით და საკალათბურთო ფარებით, მოეწყობა გარე განათება.


პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 93 333 ლარია.


როგორც ვახტანგ მაისურაძემ განაცხადა - მუნიციპალიტეტისთვის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია, ამით ხელი ეწყობა სპორტის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.


„მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნების გარდა გარე გამოყენების ფიტნესტრენაჟორებიც ეწყობა, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნაა" - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.