გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ხათუნა სამნიძე: მე-11 რეკომენდაციას მხარი დავუჭირე პირველი და მეორე მოსმენით, მესამე მოსმენისას დარბაზში არ ვიყავი, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი ამ ცვლილებებს მხარს უჭერდა

20-10-2022

მე-11 რეკომენდაციას მხარი დავუჭირე პირველი და მეორე მოსმენით, მესამე მოსმენისას დარბაზში არ ვიყავი, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი ამ ცვლილებებს მხარს უჭერდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ  ევროკომისიის მე-11 რეკომედაციაზე საუბრისას განაცხადა, რომელთან დაკავშირებითაც საკანონმდებლო ცვლილები განხორციელდა.


სამნიძის თქმით, მისი პოლიტიკური ჯგუფი მხარს უჭერს რეკომენდაციების შესრულებისთვის ყველა დოკუმენტს, რომლის განხილვაც მოხდება.


„სასამართლოს თაობაზე შემოთავაზებული ცვლილებები საკმარისი არ არის და იმედი მაქვს, იქნება ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციების გაზიარება. რაც შეეხება მე-11 რეკომენდაციას, მას მხარი დავუჭირე პირველი და მეორე მოსმენით, მესამე მოსმენისას დარბაზში არ ვიყავი. თეონა აქუბარდია მივლინებაში იყო, სხვები არ ვიცი, სად იყვნენ, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი ამ ცვლილებებს მხარს უჭერდა. კანონი გასულია, მხარდაჭერა ჰქონდა და გეუბნებით, რომ მხარს ვუჭერდით, მგონი, თემა ამოვწურეთ“, – განაცხადა სამნიძემ.


ევროკომისიის მე-11 რეკომენდაცია გულისხმობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ასახვას ქართულ მართლმსაჯულების სისტემაში.