გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ComCom ITU-სა და EaPeReg-თან თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივ ღონისძიებებს განახორციელებს

20-10-2022

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა მზია გოგილაშვილმა საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის (ITU) ხელმძღვანელობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების ქსელის (EaPeReg) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის ფარგლებში, მხარეები ერთობლივ ღონისძიებებსა და პროექტებში მონაწილეობაზე შეთანხმდნენ, მათ შორის, ახალი თაობის (5G) ქსელის დანერგვის,  ინფრასტრუქტურის ციფრული რუქისა და ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის მიმართულებით.
 
კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები ITU-ს ახალარჩეულ გენერალურ მდივანთან დორინ ბოგდან-მარტინსთან და ITU-ს ევროპის ოფისის დირექტორთან, იაროსლავ პონდერთან ურთიერთთანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.
 
ორმხრივი შეხვედრა ITU-ს სრულუფლებიანი კონფერენციის (PP-22) ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანი მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების განხილვა იყო.