პარასკევი, მაისი 30, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ზურაბ ქადაგიძე: უკრაინის ხელისუფლებამ მეორე ფრონტი ვერ მიიღო და "კუდიც" მოიქნია

20-10-2022

„უნდა დაიბარო უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და რუსული გემის კვალს გაუყოლო!!!“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, რითაც უკრაინის ხელისუფლების მიერ ბიძინა ივანიშვილის ნათესავების დასანქცირებას ეხმიანება.

 

„უკრაინის ხელისუფლებამ მეორე ფრონტი ვერ მიიღო და "კუდიც" მოიქნია... ანუ დანილოვმა სია გააკეთა სანქცირებულთა, სადაც ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა შეიყვანა, ზელენსკიმ კი შესაბამისი ბრძანება გამოსცა, აღსრულებისათვის...

 

გილოცავთ, უკრაინა მეორე ქვეყანაა რუსეთის ფედერაციის შემდეგ, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ სანქციები აამუშავა...

 

"ვგიჟდები" ცალმხრივ მეგობრობაზე, რომელიც მარაზმში გადაიზარდა უკვე. ახლა უნდა დაიბარო უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და რუსული გემის კვალს გაუყოლო!!!“- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.