27-06-2018
საქართველოს ეროვნულ გამოცდებს, გორში, კვლავ მესამე სკოლა უმასპინძლებს. სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, შენობა სრულ მზადყოფნაშია, უფრო მეტიც, კაპიტალურად გარემონტდა სველი წერტილები.
მაღალი ტემპერატურისა და გამოცდების მოახლოების გამო წინა პლანზე ოთახების გაგრილების საკითხმა წამოიწია. საქართველოს ეროვნულ საგამოცდო ცენტრს სთხოვენ, რომ ოთახებში კონდინცირების სისტემა უზრუნველყონ.
,,საგამოცდო ცენტრების შენობები არ არის გამოცდების ეროვნული ცენტრის საკუთრება. ჩვენ ვქირაობთ დროებით სკოლების შენობებს გამოცდების ჩასატარებლად. სკოლები კი კონდენცირებული მოგეხსენებათ არ არის." - აღნიშნავენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
აბიტურიენტების მშობლები ითხოვენ, რომ ოთახებში ვინტილიატორები მაინც დადგან.
გასულ წლებში, გორის მესამე საჯარო სკოლაში ეროვნული გამოცდების მიმდინარეობსას რამდენიმე აბიტურიენტი ცუდად გახდა. აღნიშნული შემთხვევების გამო, გორის სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრები სკოლის ეზოში იმყოფებიან:
,,ფაქტობრივად, გამოცდები სკოლის ყველა ოთახში ტარდება. სულ 45 ოთახია და განაწილებულია სექციების მიხედვით. გამოცდების დროს ერთ კონკრეტულ ოთახს კონდინცირებით ვერ უზრუნველყოფ. თუ დავაყენებთ, მაშინ ყველან უნდა დავაყენოთ კონდინციონერი," - აცხადებს მესამე საჯარო სკოლის დირექტორი ვახტანგ სუხიტაშვილი.
მისი განმარტებით, სკოლის ბიუჯეტს 45 ოთახის კონცინცირებისთვის შესაბამისი სახსრები არ გააჩნია, ხოლო ანალოგიურ მდგომარეობაში ქალაქის სხვა სკოლებია.
გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, აბიტურიენტებს საგამოცდო ოთახებში წყლის შეტანის უფლება აქვთ. წყალი უნდა იყოს მოთავსებული პლასტმასის ბოთლში.