გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ანდრია გვიდიანი: ჩვენი მეგობრები არიან უკრაინელი ხალხი და არა უკრაინის მთავრობა; უფრო მეტიც, უკრაინის ოფიციალური პირები დაწყებული ზელენსკიდან, გაგრძელებული არახამიათი და დამთავრებული სხვა კლოუნებით, არიან საქართველოს მტრები

20-10-2022

ეს ხალხი პირდაპირ მოგვიწოდებდა ომში ჩართვისკენ, პირდაპირ გვეუბნებოდა, რომ თუ უკრაინაში ბომბები ცვივა, მერე რა მოხდა, თუ საქართველოც დაიბომბებაო. ამ ხალხმა ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში შეგნებულად გააფუჭა უკრაინის და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები, საქართველოში ძებნილი დამნაშავეები დემონსტრაციულად მაღალ თანამდებობებზე დანიშნა, უაპელაციოდ დაგვაბრალა, რომ თითქოს რუსეთი საქართველოს სანქციებისგან თავის ასარიდებლად იყენებდა. ახლა ამ ყველაფერს მორიგი იაფფასიანი მავნებლობა დაამატეს და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები დაასანქცირეს - წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, ამ სულელური გადაწყვეტილებით, უკრაინის ხელისუფლებამ კოჭი გაუგორა "ნაცმოძრაობას" - ეს არის ამ პრიმიტიული ნაბიჯის ერთადერთი მიზანი.

 

„ეს ხალხი პირდაპირ მოგვიწოდებდა ომში ჩართვისკენ. ეს ხალხი პირდაპირ გვეუბნებოდა, რომ თუ უკრაინაში ბომბები ცვივა, მერე რა მოხდა, თუ საქართველოც დაიბომბებაო. ამ ხალხმა ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში შეგნებულად გააფუჭა უკრაინის და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები.

 

ამ ხალხმა საქართველოში ძებნილი დამნაშავეები დემონსტრაციულად მაღალ თანამდებობებზე დანიშნა. ამ ხალხმა უაპელაციოდ დაგვაბრალა, რომ თითქოს რუსეთი საქართველოს სანქციებისგან თავის ასარიდებლად იყენებდა. ახლა ამ ყველაფერს მორიგი იაფფასიანი მავნებლობა დაამატეს და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები დაასანქცირეს. ძალიან მაინტერესებს - ამ ყველაფრის მერე ამ ხალხს მაინც ჩვენი "მეგობრები" უნდა ვეძახოთ?! ეს ფარსი უნდა დავამთავროთ და ბოლო-ბოლო ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. არავითარი "მეგობრობა" ეს არ არის და ამ სისულელეებს უნდა შევეშვათ.

 

ჩვენი მეგობრები არიან უკრაინელი ხალხი და არა უკრაინის მთავრობა. უფრო მეტიც, უკრაინის ოფიციალური პირები დაწყებული ზელენსკიდან, გაგრძელებული არახამიათი და დამთავრებული სხვა დანარჩენი კლოუნებით, არიან საქართველოს მტრები. რაც დღეს უკრაინის მთავრობამ ქნა, ეს არც ლოგიკაში ჯდება, არც პოლიტიკურ კონიუნქტურაში და არც მორალში. ამ სულელური გადაწყვეტილებით, უკრაინის ხელისუფლებამ კოჭი გაუგორა "ნაცმოძრაობას" - ეს არის ამ პრიმიტიული ნაბიჯის ერთადერთი მიზანი. P.S. - ჰო და კიდევ ერთი, ინფორმაციისთვის რომ იცოდეთ, ამ დრომდე ქართველები მხოლოდ რუსეთს ჰყავდა დასანქცირებული, ახლა დაემატა უკრაინა. ეს ისე, საფიქრელად რომ გვქონდეს.“ - წერს გვიდიანი facebook - ზე.