გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მიხეილ შაყულაშვილი რეგიონის ახალგაზრდებთან ერთად კასპის ტექნოპარკს სტუმრობდა

21-10-2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მიხეილ შაყულაშვილის ინიციატივით რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები კასპის ტექნოპარკს ესტუმრნენ და ინოვაციური ტექნოლოგიების შესაძლებლობებს გაეცნენ. ტექნოპარკის ხელმძღვანელმა ხატია ბაინდურაშვილმა შეკრებილებს იმ საქმიანობისა და პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რასაც ტექნოპარკი ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. გარდა ამისა, ახალგაზრდები თანატოლი სტარტაპერების საქმიანობასაც გაეცნენ და მათი ნამუშევრების შესახებ პრეზენტაციების მოისმინეს.


შეხვედრას შიდა ქართლი რწმუნებულის მოადგილე აბიკო აბესაძე და კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე დაესწრნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა გორის, კასპის, ხაშურისა და ქარელის სკოლების 100-მდე მოსწავლემ მიიღო.


,,ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად დღეს კასპში, ტექნო პარკს ვესტუმრეთ. ბავშვებმა ადგილზე ნახეს და გაეცნენ იმ პროგრამებს, რასაც ტექნო პარკი სთავაზობს.


ზოგადად, ტექნოპარკის არსებობა უნიკალური შესაძლებლობაა ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის. ჩვენი მიზანია, რომ მოსწავლეებს და დაინტერესებულ ახალგაზრდებს შევუქმნათ შესაბამისი პირობები და მივცეთ შესაძლებლობები, დაეუფლონ ახალ პროფესიებს და ასევე, ხელი შევუწყოთ ინოვაციური აზროვნების განვითარებას. ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრა გამოგვივიდა" - აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.