გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან დავითაშვილმა ავიაკომპანია Wizz Air-ის გენერალურ დირექტორ ჯოსეფ ვარადისთან სამომავლო თანამშრომლობა განიხილა

21-10-2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ავიაკომპანია Wizz Air-ის თანადამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ჯოსეფ ვარადის შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.მასთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა თამარ არჩუაძემ და უნგრეთის ელჩმა საქართველოში ანა მარიამ სიკომ.


შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ავიაკომპანიის საქმიანობა საქართველოში და აღინიშნა, რომ წელს 10 წელი შესრულდა, როდესაც Wizz Air-მა პირველი რეისი განახორციელა საქართველოში. ავიაკომპანიის წარმომადგენლების თქმით, კოვიდ-პანდემიის გამო გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ,  Wizz Air-ი აქტიურად განაგრძობს აღდგენას, განსაკუთრებით, პრიორიტეტულ ბაზრებზე, რომელთა შორისაც საქართველოა. ითქვა, რომ WizzAir - ი აქტიურად მუშაობს საქართველოდან ფრენების სიხშირეების გაზრდაზე და კომპანიის განვითარების შესაბამისად, იგეგმება როგორც სიხშირეების ზრდა, ასევე მარშრუტების დამატება ახალი მიმართულებით.