გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბრალდებული თანამესაკნეებს ინგლისურს ასწავლის

29-11-2017

28 ნოემბერს რაბათის ციხის ტერიტორიაზე ორი მოქალაქის დაჭრის ფაქტზე დაკავებულის სასამართლო პროცესი გადაიდო, რადგან

ბრალდების მხარემ მოწმეები ვერ წარმოადგინა.პროკურატურა ბრალდებულს ორი პიროვნების განზრახ მკველობის მცდელობაში ედავება. ბრალდებული თავს დამნაშვედ არ ცნობს. 

ადვოკატი შემთხვევის დეტალებს იხსენებს და ირწმუნება, რომ ბასრი იარაღი ბრალდებულმა ფიზიკური დაპირისპირების დროს თავდაცვის მიზნით გამოიყენა. 

შემთხვევა 25 აგვისტოს, რაბათის, ერთ–ერთ რესტორანში მოხდა. ბრალდებული მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც კონფლიქტი დაზარალებულებთან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

გამოძიება ბრალდებულს სს კოდექსის 108–ე და 120–ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რომელიც განზრახ მკველობის მცდელობასა და ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. 

დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ დაკავებული მხოლოდ თავს იცავდა, გამოირჩევა კარგი ყოფაქცევით და როგორც საუკეთესო სტუდენტი ორი თვით ჩინეთშიც იყო გაგზავნილი. ახლაც, ვ.ქ. საკანში, დანარჩენ ექვს დაკავებულს ინგლისურში ამეცადინებს.

მომდევნო სხდომა 7 დეკემბერს ჩაინიშნა.


წყარო: "მეცხრე არხი"