გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 220 ათას ჰექტრამდე ფართობია შეწამლული

27-06-2018

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ დასავლეთ საქართველოში წამლობითი ღონისძიებები 22 მუნიციპალიტეტის 360 სოფელში ჩატარდა.

სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმაციით, თერმული ნისლის
ტექნოლოგიით დამუშავდა 220 ათას ჰექტრამდე ფართობი; ცივი შესხურებით -
7 ათასამდე ჰექტარი; ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დამონტაჟებულია 50 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.

სიმინდის ყანებში მავნებლის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა საყანე ფართობების გარე პერიმეტრებს ამუშავებს.

ივლისის შუა რიცხვებიდან დაგეგმილია სიმინდის ფართობების დამუშავება.

ღონისძიებები უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ტარდება.

მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში ამოქმედებულია სატელეფონო გზავნილების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულების ინფორმირებას დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ; სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მოსახლეობას უშუალოდ წამლობის დაწყებამდეც აფრთხილებენ.

მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: parosana.ge