გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენ თავდაცვით შესაძლებლობებს განვავითარებთ და შესყიდვების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებით ორ-სამ წელიწადში დიდ მასშტაბებს მივაღწევთ

21-10-2022

ჩვენ თავდაცვით შესაძლებლობებს განვავითარებთ და შესყიდვების მიმართულებით რა ნაბიჯებიც გადავდგით დიდ მასშტაბებს მივაღწევთ, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რადიო „იმედის“ გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.


თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შესყიდვების მიმართულებით იგეგმება უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება საქართველოში.


„უკრაინის ომში დრონები გამოცდილია. ჩვენ წლის ბოლომდე მივიღებთ სატესტო ვერსიებს და მომავალ წელს გადავალთ მასიურ წარმოებაზე. ამასთან ერთად ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულებით გადავდგით ნაბიჯები - ისრაელში გავაგზავნეთ მოდერნიზაციისთვის არსებული საშუალებები“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.


რადიო „იმედის“ ეთერში საუბრისას მინისტრმა თავდაცვის ბიუჯეტზეც ისაუბრა და სამხედროების ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პროცესი განგრძობითია.


„თუ არ გვეყოლება მომზადებული ჯარისკაცი, ჩვენ ვერ შევძლებთ თავის დაცვას. სამხედრო მოსამსახურეებს იანვრიდან ხელფასი კიდევ 20%-ით გაეზრდებათ და ეს პროცესი იქნება განგრძობითი, რომ ჰქონდეთ შეგრძნება ხელისუფლება მათზე ზრუნავს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.