გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

ჯუანშერ ბურჭულაძე: ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ კიბერუსაფრთხოების ფორუმი კიდევ უფრო გაფართოვდეს და მომავალში მასშტაბური სახე მიიღოს

21-10-2022

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რადიო ,,იმედის'' ეთერში კიბერუსაფრთხოების გამოწვევებსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ კიბერუსაფრთხოება არის არაკონვენციური ომის ნაწილი. თუმცა, აქტუალურობიდან გამომდინარე, იგი აუცილებლად გადაიზრდება კონვენციური ომის ჭრილში.


მინისტრმა ხაზი გაუსვა კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ღონისძიების მნიშვნელობას, რომელიც უკვე მესამე წელია საქართველოში იმართება და აღნიშნა, რომ სამომავლოდ აუცილებლად ხელს შეუწყობს ამ ფორუმის გაფართოებას.


„ის, რომ ღონისძიება კიბერუსაფრთხოების თაობაზე უკვე მესამე წელია ჩვენ თანტარდება, ძალიან მნიშვნელოვანია. კიბერუსაფრთხოების ფორუმზე მე ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე, რომ ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას არ დავიშურებთ,  ეს ფორუმი კიდევ უფრო გაფართოვდეს და მომავალში უნდა მიიღოს მასშტაბური სახე, მისი აქტუალურობიდან გამომდინარე“, - აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.


ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ევროპა და დასავლეთი კიბერუსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით მოწინავე ქვეყნები არიან და ჩვენც ამ მოწინავე ქვეყნების ნაწილი ვართ.