გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ჯუანშერ ბურჭულაძე: სამხედრო ავიაციის ბიუჯეტი არ და ვერ შემცირდება, ჩვენ ყველა არსებულ საფრენ აპარატს ექსპლუატაციაში მივიღებთ

21-10-2022

სამხედრო ავიაციის ბიუჯეტი არ და ვერ შემცირდება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რადიო „იმედის“ გადაცემაში საუბრისას განაცხადა.


ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყება სამხედრო ავიაციის სფეროში დაგროვილი გამოცდილებითა და ცოდნით აქცენტს კომერციულ შეკვეთებზეც გააკეთებს.


„სამხედრო ავიაციის ბიუჯეტი ვერ შემცირდება, რადგან ის გეგმა, რაც ჩვენ დასახული გვაქვს, არ ისახავს მიზნად ბიუჯეტის შემცირებას. თუმცა, გარდა ამისა, ჩვენ აქამდე რაც გვყავდა საფრენი აპარატები, დავისახეთ ყველა ამ საფრენი აპარატის ექსპლუატაციაში მიღება. ამ გეგმას მივაღწევთ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ცოდნასაც ვიგროვებთ ამ პროცესში და კომერციულ შეკვეთებზეც აქტიურად ვმუშაობთ. ძალიან წარმატებული იქნება ჩვენი საწარმო“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.