გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ჩიქოვანი: არესტოვიჩი საკუთარი უტიფრობით ყოველ ჯერზე უფრო გვაკვირვებს. ბოლო განცხადებით მან გადააბიჯა ყოველგვარ ზღვარს

21-10-2022

არესტოვიჩი არის ადამიანი, რომელიც საკუთარი უტიფრობით ყოველ ჯერზე უფრო გვაკვირვებს. ბოლო განცხადებით მან გადააბიჯა ყოველგვარ ზღვარს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.


მისივე თქმით, ეს არავითარ შემთხვევაში არ გაანელებს საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მებრძოლი უკრაინელი ხალხის მიმართ, მაგრამ ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსის განცხადებები გასცდა ყველა ზღვარს.


„ფაქტია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სურთ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და ამისათვის აკეთებენ ყველაფერს. პირველ რიგში, ისინი იყენებენ შანტაჟს კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომელიც აბსოლუტურად ძირს უთხრის მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობას უკრაინასა და საქართველოს შორის. არესტოვიჩი არის ადამიანი, რომელიც საკუთარი უტიფრობით ყოველ ჯერზე უფრო გვაკვირვებს. ბოლო განცხადებით მან გადააბიჯა ყოველგვარ ზღვარს. როდესაც ადამიანი საუბრობს სხვა ქვეყანაში რაღაც ძალის პროეცირებაზე და ამბობს, რომ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოს, მე მგონია, რომ ეს არის პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნური დაძაბულობის შექმნას. სანქციები დაუწესდა ოთხ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილის ნათესავებს, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რაოდენ დიდია წნეხი ივანიშვილის მიმართ, თუმცა ამას არაერთხელ გაეცა პასუხი როგორც პოლიტიკური გუნდის მხრიდან, ასევე თავად ივანიშვილის განცხადებაში. მან განაცხადა, რომ არაფრის ფასად არ მოხდება ქვეყანაში მეორე ფრონტის პროვოცირება. ეს არის აბსოლუტურად უშედეგო. ეს არავითარ შემთხვევაში არ გაანელებს ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მებრძოლი უკრაინელი ხალხის მიმართ, მაგრამ ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსის განცხადებები გასცდა ყველა ზღვარს“, - აცხადებს ჩიქოვანი.


უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროექცირებას, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა, ჩვენი ნაომარი ბიჭებისა და გოგოებისთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო პოსტსაბჭოთა სივრცეში“.