გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ისკო დასენი: ლევან ხაბეიშვილი არის მასხარა და თაღლითი, რუსეთში არასდროს მქონია, არ მაქვს და არც მექნება ქონება, ბიზნეს კავშირები და საბანკო ანგარიში

21-10-2022

მე აბსოლუტურად არაფერი - ქონება, ბიზნეს კავშირები, საბანკო ანგარიში არასდროს მქონია რუსეთში, არ მაქვს და რა თქმა უნდა, არც მექნება - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ისკო დასენმა „ჯორჯიან თაიმსს“ განუცხადა ლევან ხაბეიშვილის განცხადების კომენტირებისას.

 

მისი თქმით, ხაბეიშვილი მასხარა და თაღლითია და ტყუილებისთვის ნაცემიც არის.

 

„ხაბეიშვილი არის მასხარა, არის თაღლითი. ის ამ ტყუილებისთვის, რასაც ის აკეთებს, რამდენიმეჯერ ნაცემიც კი არის, ეგ არის უნამუსო . მე მაგაზე იმასაც ვერ ვიტყვი, რომ არის კაცი. მეტს ვერაფერს აბსოლუტურად ვერ ვიტყვი. მე არაფერი იქ არ მაქვს, არ მქონია და არც მექნება“ - განაცხადა ისკო დასენმა.