გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი: ეს არის დადგმული სპექტაკლი, რომელშიც მთავარ როლს მასხარას სახით ასრულებს ლევან ხაბეიშვილი

22-10-2022

ეს არის დადგმული სპექტაკლი, რომელშიც მთავარ როლს მასხარას სახით ასრულებს ლევან ხაბეიშვილი, - ასე პასუხობს ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი „ნაცმოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ უკრაინამ სანქციები ოთარ ფარცხალაძესაც უნდა დაუწესოს.


„ეს არის დადგმული სპექტაკლი რომელშიც მთავარ როლს მასხარას სახით ასრულებს ლევან ხაბეიშვილი. ეს ხუმრობით, თორემ ასეთ აბსურდულ მუქარებსა თუ საჩივრებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია“, - აცხადებს მოსიაშვილი.