გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოსა და აზერბაიჯანის ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებებს შორის შეხვედრა გაიმართა

27-06-2018

 

სპორტკომპლექს "იმედის" სტადიონზე,  ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის პირველი საერთაშორისო მატჩი გაიმართა. ამხანაგური შეხვედრა  საქართველოს და აზერბაიჯანის ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებებს შორის ჩატარდა. მატჩი ანგარიშით 6:3 საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

თამაშის დასრულების შემდეგ, გუნდის კაპიტნებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყარაბახის ომის შახიდთა, ომის ვეტერანთა და ომის ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’კარაბაკ კიზლარის’’ თავმჯდომარემ, როვშან გულიევმა გუნდის კაპიტნებს თასები ხოლო თამაშის ყველა მონაწილეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები.