27-06-2018
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთმა კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.
გარდაცვლილები თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის თანამშრომლები არიან.
ამავე უწყების თანამშრომელია მესამე პირიც, რომელიც სასწრაფო-დახმარების ბრიგადის მიერ გორში, სამედიცინო ცენტრ „გორმედშია“ გადაყვანილი. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.