გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე სამეთაურო-საშტაბო სწავლება დასრულდა

25-10-2022

ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე ამოცანაზე ორიენტირებული ოთხდღიანი სწავლება დასრულდა. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის პირადი შემადგენლობისა და მასზე დაქვემდებარებული ყველა სტრუქტურული ერთეულის მონაწილეობით სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე სწავლებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე აკვირდებოდა.

 

სამეთაურო-საშტაბო სწავლება შტაბების კოორდინირებულ მუშაობას, მუდმივ მზადყოფნასა და სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დახვეწას ისახავდა მიზნად. სიმულაციურ მართვის ცენტრში სხვადასხვა სცენარი გათამაშდა.

 

სამხედროებმა ობიექტზე თავდასხმის შესახებ შესული ინფორმაცია დაამუშავეს და დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებზე გადაანაწილეს.


 წვრთნის განმავლობაში მონაწილეებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. სწავლების ფარგლებში დაცვისა და თავდაცვითი ოპერაციები, ასევე დაჭრილის ევაკუაცია განხორციელდა, რა დროსაც სამხედროებმა სიმულაციური და საიმიტაციო საშუალებები გამოიყენეს. სწავლებაში მოწინააღმდეგე მხარის როლს სამხედროებით დაკომპლექტებული დემოჯგუფი ასრულებდა.