25-10-2022
ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „ღალატის პარტიამ“, არჩილ თალაკვაძის მეშვეობით, ახალი მესიჯი შემოგვიგდო საზოგადოებას. ვციტირებ: „არამხოლოდ საქართველოს სჭირდება, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, არამედ ევროპასაც სჭირდება, რომ ჰყავდეს ისეთი პარტნიორი და წევრი ოჯახში, როგორიც საქართველოა“. მაშინვე გამახსენდა ბატონი გია ხუხაშვილის სიტყვები: „ბიძინა, ვის აშანტაჟებ, „ჭე“ კლასში თამაშობ!“ - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლებას" ლიდერის, კახა ოქრიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
"არ ეშვება ბატონი ივანიშვილი „ჭე“ კლასში თამაშს და მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების შანტაჟს - ან მე ვიქნები საქართველოს ხელისუფლების სათავეში, ან საქართველოს ტერიტორიას მივუერთებ რუსეთსო. ვერაფერს მიუერთებ - მოსახლეობის 90 %-ს სურს ევროკავშირი და დასავლეთი, მიტაცებული გაქვს ეს ქვეყანა და ქართველიხალხი მალე გაგაპანღურებს შენც და შენი„ღალატის პარტიასაც“!
„ჭე“ კლასის შანტაჟს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც გამოეხმაურა - მათ პირდაპირ დააფიქსირეს, რომ „ოცნების“ პირობებში დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში შეუძლებელია და რომ „ოცნებამ“ „შექმნა უკუსვლა, საქართველოსხალხის აშკარა, აბსოლუტური მისწრაფებების მიმართ ევროკავშირში გაწევრიანებისა“.
ასე რომ, ქართველებო, ყველაფერი ჩვენს ხელშია. მშვიდობიანად, ყოველგვარი მღელვარების გარეშე გავუშვათ ეს ხელისუფლება საქართველოსისტორიის ბნელ წარსულში!" - აცხადებს ოქრიაშვილი.