25-10-2022
Global Finance-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „SME Bank Awards2023“ თიბისი საუკეთესოდ დასახელდა ორ ნომინაციაში - საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საქართველოში.
„თიბისისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეს აღიარება. Global Finance-ის ჯილდოები ნათლად ადასტურებენ, რომ თიბისი გამორჩეული და საუკეთესოა ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.ეს ჯილდო არის ჩვენი მრავალრიცხოვანი პროექტისა და ხარისხიანი პროდუქტების მორიგი აღიარება, რომელთა საშუალებითაც ხელს ვუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესისგანვითარებას,“ - თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
SME Bank Awards-ი საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის რიგით მეორე ყოველწლიური დაჯილდოვებაა, რომლის გამარჯვებულები მსოფლიოს ყველა კონტინეტიდან - ჯამში 70-მდე ქვეყნიდან შეირჩნენ.
„მცირე მეწარმეობა ყველა ქვეყანაში ეკონომიკის სასიცოცხლო ძალაა. მიუხედავად იმისა, რომის ფართო სპექტრს მოიცავს, თითოეულ ბიზნესს აქვს სპეციფიკური საჭიროებები, რომელსაც ინდუსტრია, სექტორი თუ გეოგრაფია განაპირობებს. Global Finance-მა დააჯილდოვაის საფინანსო ინტიტუტები, რომლებიც ფოკუსირდებიან ამ სეგმენტზე და კარგად ესმით, რა სჭირდება მცირე და საშუალო ბიზნესს მათ ქვეყანაში,“ - ჯოზეფ ჯარაპუტო, Global-ის დამფუძნებელი და რედაქტორი.
Global Finance-მა გამარჯვებულები თავად ბანკების მიერ წარდგენილ ინფორმაციასა და დამოუკიდებელ კვლევებზე დაყრდნობით გამოავლინა, რომლის დროსაც შეისწავლეს ინდუსტრიის ინსაიდერების, აღმასრულებლებისა და ტექნოლოგიების ექსპერტების მოსაზრებები.
ჟურნალი Global Finance-ი 1987 წლიდან გამოდის და მას მსოფლიოს 190 ქვეყანაში კითხულობენ. გავლენიანი გამოცემა უკვე 35 წელია მსოფლიოში სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით საუკეთესო ბანკებს ასახელებს. საერთაშორისო ჟურნალი მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და დიდი ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში. Global Finance-ი რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი, Global Finance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.