გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გურამ გურამიშვილმა EU4Digital პროგრამის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

25-10-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ EU4Digital პროგრამის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრული კონფერენციის მაღალი დონის პანელში მიიღო მონაწილეობა, რომელიც კრიზისის დროს ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებს მიეძღვნა.

თავის გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა დიგიტალიზაციის როლზე ეკონომიკური ზრდის სტიმულირებასა და საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. მისი თქმით, საქართველო, ევროკავშირის მხარდაჭერით, აქტიურად ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც მიმართულია სექტორული ეკონომიკის სტრატეგიებსა და პროგრამებში ციფრული ტრანსფორმაციის საკითხების ინტეგრირებაზე. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის როლს ქვეყანაში ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების მიმართულებით, რაც, საბოლოოდ, საქართველოს ციფრული ბაზრის ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზართან ინტეგრაციას უზრუნველყოფს.

მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება ევროკავშირის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმაში საქართველოსთვის განსაზღვრულ ფლაგმან ინიციატივებზე, კერძოდ, შავი ზღვის რეგიონში საერთაშორისო ციფრული კავშირის განვითარების და ადგილობრივი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე.